21:27 04 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0107
  • 100 RUB4.4084
  • USD3.3119
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1976)
581 0 0

შატილში ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ორი მათგანი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პირველმა პირებმა შატილში მომხდარ საზარელ ავარიაში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.

დღეს საღამოს შატილის გზაზე საშინელი ავარია მოხდა - კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან სამგზავრო მიკროავტობუსი გადავარდა. ბოლო მონაცემებით, ავარიის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, სამი მგზავრი მძიმედ დაშავდა. მიმდინარეობს ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები.

ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილი თავის Facebook-გვერდზე.

მძიმე შედეგით დასრულებული ავარიის გამო მწუხარება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გამოთქვეს.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს. ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან დაშავებულების სიცოცხლისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ მათ გადარჩენას“, – წერს გიორგი გახარია თავის Facebook-გვერდზე.

„შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა სოფელ ბისოსთან. ვუსამძიმრებ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია. ყველაფერი კეთდება დაშავებულთა დასახმარებლად და იმედია, მათ გადარჩენას მაშველები და ექიმები შეძლებენ“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

რაც შეეხება დაშავებულებს, პირველი არხის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა. ორი მათგანი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

 

 

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1976)

მთავარი თემები