იდუმალი რეისი თბილისი–მინსკი–თბილისი: საგარეო უწყება განმარტავს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავით მინსკში ბელარუსში საქართველოს ელჩი გაემგზავრა.

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა თბილისი–მინსკი–თბილისის იდუმალ რეისზე, რომლის გამოც კვირას მასმედიაში აჟიოტაჟი ატყდა.

უწყების ინფორმაციით, ბელარუსის დედაქალაქში გაფრინდა ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვალერი კვარაცხელია, რომელიც თბილისში 6 აგვისტოდან იმყოფებოდა.

მინსკის ცენტრში ლუკაშენკოს მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები აქციებს მართავენ>>

„ბოლო დღეებში ბელარუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში. გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, მიღებულ იქნა გადაწყვეყილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ. ბელარუსის რესპუბლიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

Airzena Georgian Airways–ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი მინსკში არ ყოფილა – პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა გავრცელებული ხმები უარყო

სამინისტროში თავად მინსკის მოვლენებსაც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ პრობლემები ბელარუსში მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას.

„იმედი გვაქვს, ბელარუსი ხალხი მისი მომავლისათვის მნიშვნელოვან საკითხებს თავად, მშვიდობიანად გადაწყვეტს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისიდან მინსკში ავიაკომპანია Georgia Airways-ის თვითმფრინავით, რომლითაც ჩვეულებრივ პრეზიდენტი სარგებლობს, ხელისუფლების წარმომადგენლები გაფრინდნენ, ოპოზიციურმა „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

ერთ-ერთი ვერსიით, თბილისში მინსკიდან ჩამოიყვანეს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი ნიკოლაი. თუმცა ამ ვარაუდის რამე ოფიციალური დამადასტურებელი ამ დროისთვის არ არსებობს.

ოპოზიციური არხი აცხადებდა, რომ მინსკში ჩაფრენილი თვითმფრინავის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა – სავარაუდოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები.

სტამბული, კიევი და მინსკი: თბილისის აეროპორტიდან ჩარტერული რეისები დაინიშნა>>

მეორე ვერსიით, მინსკში ჩაფრინდა თავად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ეს ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კატეგორიულად უარყო.

თემა მაშინვე აიტაცეს ოპოზიციურმა პარტიებმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ხატია დეკანოიძემ და სალომე სამადაშვილმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ ოფიციალურად უნდა განმარტოს, ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე.

ყველა ახალი ამბავი
0