06:28 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2075)
159 0 0

დამოუკიდებლობის მოედანზე ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდასაჭერად მიტინგზე იმართება

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. მინსკის ცენტრში ორი მასშტაბური აქცია იმართება - მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერების და მოწინააღმდეგეების მონაწილეობით.

დამოუკიდებლობის მოედანზე მთავრობის სახლის წინ ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდასაჭერად მიტინგი იმართება.

არა დესტრუქციულ ძალებს: რაზე ისაუბრეს პუტინმა და ლუკაშენკომ >>

მოქმედი ხელისუფლების მოწინააღმდეგეები დამოუკიდებლობის გამზირზე მარშით გავლას აპირებენ, ასევე სახელმწიფო ტელეარხების ოფისებთან მიტინგების ორგანიზებას გეგმავენ.

ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მივიდა მიტინგზე, რომელიც მინსკში დამოუკიდებლობის მოედანზე იმართება.

„ძვირფასო მეგობრებო, აქ იმისთვის არ დაგიძახეთ, რომ თქვენ დამიცვათ, მაგრამ არც უმაგისობაა. თქვენ ჩამოხვედით, რათა პირველად 25 წლის განმავლობაში დაიცვათ სამშობლო, თქვენი ოჯახები, თქვენი დები, ცოლები და ბავშვები“, - მიმართა შეკრებილებს ლუკაშენკომ. საპასუხოდ გაისმა: „მადლობა!“

მან მადლობა გადაუხადა ექვსივე ოლქიდან ჩამოსულებს და ცალკე - მინსკელებს: „მადლობა თქვენ, მინსკელებო, რომ 25 წელია მითმენთ მე, ადამიანს, რომელიც პროვინციიდან გესტუმრათ“.

თემები:
მსოფლიო დღეს (2075)

მთავარი თემები