პითონი თბილისის ქუჩებში: ზოომაღაზიის მეპატრონეს გველი გაექცა

© photo: Sputnik / Andrey Solomonov / გადასვლა მედიაბანკშიპითონი
პითონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პითონი ზოომაღაზიის მეპატრონეს ტერარიუმიდან გაექცა. მიმდებარე ტერიტორიიდან საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაციაც

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა პითონი დაიჭირეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პითონი ზოომაღაზიის მეპატრონეს ტერარიუმიდან გაექცა. მიმდებარე ტერიტორიიდან საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაციაც.

მძინარე მუშას შარვალში შხამიანი გველი შეუძვრა – თვითმხილველის ვიდეო>>

სააგენტოში აცხადებენ, რომ თბილისელები და ცხოველები, ასევე მაშველებიც დიდი რისკის ქვეშ იყვნენ, რადგანაც პითონი მტაცაბელი გველების რიცხვს მიეკუთვნება.

გიურზა - Sputnik საქართველო
დღის გმირი: ტაბახმელაში ძაღლმა ბავშვი გიურზას თავდასხმისგან იხსნა

„დავანგრიეთ მრავალი კედელი, მაქსიმალურად გავასუფთავეთ უზარმაზარი ტერიტორია ავეჯისა და ნივთებისგან ფანრის შუქზე თითქმის შიშველი ხელებით. არ დაგვიტოვებია არც ერთი კუთხე, არც კუნჭული და მთავარი „დამნაშავეც" გამოვიჭირეთ“ - ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევის შესახებ შეტყობინება მონიტორინგის სააგენტოში 31 ივლისს, 19:30 საათზე შევიდა.

პითონები — გველების ქვეოჯახია მახრჩობელასებრთა ოჯახისა (ან დამოუკიდებელი ოჯახი). გავრცელებულია აღმოსავლეთ და, ნაწილობრივ, დასავლეთ (ცენტრალური ამერიკა) ნახევარსფეროებში. ქვეოჯახში შედის 8 გვარი 35 სახეობით. მისი ყველაზე პატარა სახეობაა სამეფო პიტონი, რომლის სიიგრძე 1,5 მეტრს აღწევს. ზოგიერთი სახეობა სიგრძეში 10, 15, 20 მეტრს და მეტსაც აღწევს.

ყველა ახალი ამბავი
0