03:04 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ (18)
262 0 0

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტს

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზეა დაკავებული, ბრალს არ აღიარებს, ამის შესახებ დაკავებულის უფლებადამცველმა, ბაჩუკი ყურაშვილმა განაცხადა.

სამართალდამცავებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და მისი თანამშრომელი დღეს დააკავეს. თემურ ღვინჯილია მაშინ დააკავეს, როდესაც Toyota Prado-ს მარკის სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა. მის მანქანაში სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. ბაჩუკი ყურაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი მანქანა Toyota Prado-ს საკრებულოს აპარატის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამოიყენა და სავარაუდოდ სწორედ მან ჩატვირთა უაქციზო სიგარეტი ავტომობილში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტს. ამოღებული საქონლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება. 

გამოძიება სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი თემურ ღვინჯილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2014 წლიდან იკავებს, მანამდე იმავე მუნიციპალიტეტში საგზაო სამმართველოს წარმოების უფროსი იყო.

თემები:
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ (18)

მთავარი თემები