მესტიაში ხანძრის ჩაქრობას მეორე დღეა ცდილობენ: პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

© photo: courtesy of Emergency Departament 112ხანძრის ქრობის პროცესი
ხანძრის ქრობის პროცესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია შერეული ტყის მასივზე. ხანძრის ლიკვიდაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ხანძარი მთაში - Sputnik საქართველო
მესტიის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრის ლოკალიზაცია ვერ ხერხდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გუშინ „112“-ში შეტყობინება შევიდა იმის შესახებ, რომ ადგილობრივებმა სოფელ ხაიშთან ძლიერი დაკვამლიანება შენიშნეს.

შემთხვევის ადგილზე 20-მდე მეხანძრე–მაშველის მობილიზება მოხდა. მდგომარეობის შესწავლის შემდეგ გადაწყდა ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაჩნდა, ამიტომ იგი მოსახლეობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია შერეული ტყის მასივზე. ამ დროისთვის ხანძრის ქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0