03:52 30 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8415
  • 100 RUB4.1711
  • USD3.2878
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (291)
55 0 0

5 მაისს თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოებისას მეწყერმა სამი პირი მოიყოლა. ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. ის ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დრომდე მკურნალობს. მეორე ადამიანი რამდენიმედღიანი ძებნის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს.

თბილისი, 10 მაისი - Sputnik. ზვავის ჩამოწოლის საშიშროების გამო თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია, განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა, ვაჟა ნასყიდაშვილმა.

ფშაველი-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე ზვავი 5 მაისს ჩამოწვა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. შემთხვევის შედეგად ზვავში ორი ადამიანი მოყვა. ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. ის ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დრომდე მკურნალობს. მეორე ადამიანი რამდენიმედღიანი ძებნის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ვაჟა ნასყიდაშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის საავტომობილო გზის დაახლოებით 42 კილომეტრია გაწმენდილი. მისივე ინფორმაციით, თუშეთისაკენ მიმავალი საავტომობილო გზის გახსნა 15 მაისისთვის იგეგმებოდა, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსაშიშროების გამო გზის გახსნა თვის ბოლოს გადაიწევს.

„ამინდის გაუარესებამდე, თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობდა. ბოლო რამდენიმე დღეა, რაც სამუშაოები შეჩერებულია, რადგან არსებობს ზვავის ჩამოწოლის საშიშროება. როგორც კი ამინდი ხელს შეგვიწყობს და აღარ იქნება ზვავსაშიშროება, გზის გაწმენდით სამუშაოებს განვაახლებთ“, – აღნიშნა ვაჟა ნასყიდაშვილმა.

ტრაგედია თუშეთში: მეწყერმა რამდენიმე ადამიანი მოიყოლა >>

ჰიდროლოგების ინფორმაციით, ხეობაში ჩამოწვა 532 000 ტონა თოვლის და მიწის მასა. მუდმივად იყო ზვავის გამეორების საფრთხე.

უამინდობამ, შესაძლოა, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გახსნაც შეაფერხოს. თუშეთის მიმართულებით ერთადერთი საავტომობილო გზა ყოველწლიურად ოქტომბრიდან მაისამდე იკეტება.

თემები:
უამინდობა საქართველოში (291)

მთავარი თემები