ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

© photo: courtesy of Ministry of Internal Affairs of Georgiaქართველი მაშველები საველე-საშტაბო სწავლებებზე
ქართველი მაშველები საველე-საშტაბო სწავლებებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშველებმა ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი სამდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ძებნა მეტეოროლოგიური პირობების გამო გართულებული იყო.

თბილისი, 8 მაისი - Sputnik. სამდღიანი ძებნის შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე ზვავში მოყოლილი 62 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

თუშეთის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო
ტრაგედია თუშეთში: ზვავში მოყოლილ 62 წლის მამაკაცს მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო მაშველთა 5 ეკიპაჟი და სპეცტექნიკა. მიმდინარეობდა ხევის აეროდინამიკური მონიტორინგი. საძიებო სამუშაოებს მძიმე მეტეოროლოგიური პირობები ართულებდა. ჰიდროლოგების ინფორმაციით, ხეობაში ჩამოწვა 532 000 ტონა თოვლის და მიწის მასა. მუდმივად იყო ზვავის გამეორების საფრთხე.

„გზის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში სამი დღის წინ შემოვიდა. ზარის ინიციატორის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებული იყო ორი მოქალაქე. მათ შორის ერთი სხვადასხვა დაზიანებით გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები თბილისიდან. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

ყველა ახალი ამბავი
0