ტრაგედია თუშეთში: მეწყერმა რამდენიმე ადამიანი მოიყოლა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე სახანძარო-სამაშველო მანქანა

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოებისას მეწყერმა სამი პირი მოიყოლა, ერთი ამოყვანილია, ორს კი ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ნოე სულაბერიძე - Sputnik საქართველო
ნოე სულაბერიძე ავარიაში მოყვა? - პროდიუსერი შემზარავ სურათს აქვეყნებს

შემთხვევა  ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 36-ე კილომეტრზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მათ საკუთარი ძალებით ერთი ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა დანარჩენებს ამ დრომდე ვერ პოულობენ.

შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე სახანძარო-სამაშველო მანქანა.

 გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერში მოყოლილი ადამიანები ტრაქტორისტები არიან, რომლებიც გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებდნენ, მათ შორის არის ამავე გზის გაწმენდაზე მომუშავე „თუშეთგზის" დირექტორი.

გზის გაწმენდას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ენერჯი გრუპი“ აწარმოებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0