18:56 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1435)
139 0 0

სტატიას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი ამომრჩევლის სია ხელმისაწვდომი გახდა, ელექტრონული ჟურნალი ZDNet აქვეყნებს.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურად სწავლობს შაბათს ჰაკერულ ვებ-გვერდზე საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების გამოქვეყნებას, იუწყება პირველი არხი.

ელექტრონულმა ჟურნალმა ZDNet დღეს გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების პირადი ინფორმაციის მონაცემთა ბაზის გატეხის შესახებ. სტატიის თანახმად, ბაზაში მოცემულია მონაცემი 4,9 მილიონი ამომრჩევლის შესახებ, მათ შორის არიან გარდაცვლილებიც. პირადი ინფორმაცია შედგება სახელის, გვარის, მისამართის, დაბადების თარიღისა და პირადი ნომრისგან. სულ არის ინფორმაცია 4 934 863 ადამიანზე.

პუბლიკაციის ავტორი კატალინ კიმპანუ აღნიშნავს, რომ 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 3,7 მლნ ადამიანი ცხოვრობს, აქედან ერთ მესამედზე მეტი არასრულწლოვანია და ხმის უფლება არა აქვს.

როგორც ინტერნეტ–გამოცემა აღნიშნავს, გაურკვეველია, მოპოვებულია თუ არა აღნიშნული მონაცემები ფორუმის იმ მომხმარებლის მიერ, რომელმაც ისინი გამოაქვეყნა. როგორც მომხმარებელი აღნიშნავს, მონაცემთა ბაზა მოპოვებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.

„მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში დამატებითი განმარტებები გაკეთდება“, – აცხადებენ შსს–ში.

კრიტიკულად სახიფათო! პრემიერმა საქართველოსთვის ახალი საფრთხე დაასახელა>>

პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ამომრჩევლის სია ინტერნეტში ხვდება. მაგალითად, 2019 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა მონაცემები ჩილელი ამომრჩევლების – 14,3 მილიონი ადამიანის შესახებ.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1435)

მთავარი თემები