კრიტიკულად სახიფათო! პრემიერმა საქართველოსთვის ახალი საფრთხე დაასახელა

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ უსაფრთხოების სფეროში კოორდინირებული მუშაობის გარეშე ვერცერთი სფერო ვერ განითარდება და უფრო მეტიც, ქვეყნის ხვალინდელ დღეზე მსჯელობა იქნება საკმაოდ პირობითი.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. კიბერუსაფრთხოება ერთ−ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნის უსაფრთხოებისტვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ−მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე.  

„კიბერუსაფრთხოება, უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს რეგიონში და განსაკუთრებით იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ქვეყანამ იგრძნო, როდესაც კიბერუსაფრთხოების ნაწილში სერიოზული გამოწვევა ჰქონდა ჩვენს სახელმწიფო უწყებებსაც და კერძო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელსაც", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 
ლევან იზორია - Sputnik საქართველო
უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ლევან იზორია გახდა

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს ჰაკერებმა შეტევა მიიტანეს სასამართლოების, პრეზიდენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, მედიისა და არაერთი კერძო კომპანიის საიტებზე. მათ საიტების მთავარი გვერდები შეცვალეს და მათზე ექს−პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტოები განათავსეს წარწერით I'll be back. მომხდართან დაკავშირებით  გამოძიებას, პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, აწარმოებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გახარიას თქმით, უსაფრთხოების სფეროში კოორდინირებული მუშაობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. პრემიერის განმარტებით, „სხვანაირად ვერ განვავითარებთ ვერც ეკონომიკას, ვერც ტურიზმს, ვერც განათლებას,  ვერც კულტურას და საერთოდ, ქვეყნის ხვალინდელ დღეზე მსჯელობა იქნება საკმაოდ პირობითი“.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის თანახმად, სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის, ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მისაღებად.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი (საბჭოს თავმჯდომარე), პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, უშიშროების მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0