ტელეარხები „იმედი“ და „მაესტრო“ ჰაკერული თავდასხმის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიტელეკომპანია „იმედის“ შენობა
ტელეკომპანია „იმედის“ შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
IT-სპეციალისტები ტელეკომპანიების დაზიანებული და წაშლილი აუდიო- და ვიდეოფაილების აღდგენას ცდილობენ.

თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. პარალიზებულია ტელეარხების „იმედის“ და „მაესტროს“ მუშაობა, რომლებზეც კვირაში მეორედ განხორციელდა ჰაკერული თავდასხმა, ნათქვამია ტელეკომპანიების განცხადებაში.

ტელეარხ „იმედზე“ ჰაკერული თავდასხმა შაბათს მოხდა და 30 წუთს გაგრძელდა. ტელეკომპანიის ქსელში შეაღწია კრიპტოვირუსმა, რომელიც შიფრავს და აზიანებს ვიდეოფაილებს. ანალოგიური სიტუაცია არის „მაესტროში“, რომელიც „იმედის“ შენობიდან მაუწყებლობს. კომპანიებში გათიშულია ინტერნეტი და კომპიუტერები, გამოვიდა მწყობრიდან შიდა ქსელი.

ტელეკომპანია „იმედის“ მუშაობა - Sputnik საქართველო
კვირაში ორჯერ: ტელეკომპანია „იმედზე“ კიდევ ერთი კიბერშეტევა განხორციელდა

„ის, რომ ახლა ეთერში ვართ, ეს ჩვენი თანამშრომლების თავდაუზოგავი და თავდადებული მუშაობის შედეგია. ეს კიბერშეტევა თავისი ტექნიკური ხასიათით განსხვავდებოდა წინა კიბერთავდასხმისგან, სავარაუდოდ მას სხვა მიზანი ჰქონდა. დაზიანებულია ვიდეოფაილები, რომლებიც ეთერში გასაშვებად იყო გამზადებული“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ იურისტმა ანდრო ლაშხმა.

ამ დრომდე ტელეკომპანია „იმედი“ თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 2%-ს იყენებს. IT-სპეციალისტები დაზიანებული და წაშლილი აუდიო- და ვიდეოფაილების აღდგენას ცდილობენ.

თავდაპირველად ჰაკერებმა ასობით ვებ-გვერდს შეუტიეს და დააზიანეს ტელეკომპანია „იმედისა" და „მაესტროს" სერვერები. ბევრი სამთავრობო და კერძო სტრუქტურის ვებ-გვერდზე ოფიციალური პირველი გვერდების ნაცვლად ჰაკერებმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით I'll be Back („მე დავბრუნდები").

ჰაკერების მორიგი მუქარა – რა წერილები მიიღეს პრეზიდენტმა და ტელეკომპანიებმა >>

მასობრივ კიბერშეტევასთან დაკავშირებულ გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო („კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა“ და „კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა“), რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0