22:13 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1434)
42 0 0

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ტყის ხანძრების ჩასაქრობად ბოლო 4 დღეში მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზედე ჯოჭოში შერეული ტყის ქვედა საფარი იწვის, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ხანძართან ბრძოლა გრძელდება: საქართველოს რამდენიმე რეგიონში ცეცხლი ჩამქრალია>>

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და 4 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია:

  • სამეგრელოში - წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელები ზღვაია, ნაკუფუ.
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტში: ზემო ეწერი, ჩხოროწყუს 7 სოფელი, მარტვილში სოფელი ლესიჭინე.
  • გურია-ოზურგეთის მუნიციპალიტეტში: სოფელი ვაკიჯვარი. ასევე ცეცხლი ლიკვიდაცირებულია სოფელ მამათში.
  • აჭარაში - ქობულეთი.
  • იმერეთში - ხონი, ტყიბული, კოპიტნარი და საჩხერე.
  • კახეთში - გომბორის უღელტეხილზე

ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის და კონტროლს ექვედებარება: სამეგრელო- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩქვალერი. გურია- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი. რაჭა-ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელი კრიხი. ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ძეგლევი. ქვემო ქართლის - დედოფლისწყარო.

ბოლო 4 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 318 დასხმა განახორციელეს.

ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები. ამ დროისთვის საქართველოს მასსშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1434)

მთავარი თემები