ხონის მუნიციპალიტეტში ხანძარია

© photo: Emergency Management Service / FBმეხანძრე ცეცხლს ებრძვის
მეხანძრე ცეცხლს ებრძვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 13 სახანძრო მანქანა და 100 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურთან გაჩენილი ხანძარის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, აცნობეს „Sputnik- საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

„დაკვამლიანება ათეულობით ჰექტარზე შეინიშნება, მაგრამ ზუსტად რა ფართობი დააზიანა ცეცხლმა, ჯერ დაუზუსტებელია, ხანძრის ძირითადი კერები ამ დროისთვის მაქსიმალურად ლოკალიზებულია", - აღნიშნეს უწყებაში.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე 13 სახანძრო მანქანა და 100 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.

ტყის ხანძრის ქრობა - Sputnik საქართველო
ხანძართან ბრძოლა გრძელდება: საქართველოს რამდენიმე რეგიონში ცეცხლი ჩამქრალია

ტყის ხანძრები ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნის სხვადასხვა რაიონში ორშაბათს, 9 მარტს გაჩნდა. საქართველოს მასშტაბით 20-ზე მეტი სერიოზული კერა დაფიქსირდა – ოზურგეთის, ამბროლაურის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და კასპის მუნიციპალიტეტებში ხანძარს ერთბაშად რამდენიმე ადგილზე ებრძოდნენ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განაცხადებით, საქართველოში ტყის ხანძრების მიზეზი მოსახლეობის დაუდევრობა და ხანგრძლივი გვალვაა.

ყველა ახალი ამბავი
0