ხანძართან ბრძოლა გრძელდება: საქართველოს რამდენიმე რეგიონში ცეცხლი ჩამქრალია

© photo: Emergency Management Service / FBტყის ხანძრის ქრობა
ტყის ხანძრის ქრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრებთან საბრძოლველად მობილიზებულია 1 500 მეხანძრე-მაშველი, ათობით სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს ტყეებში, რამდენიმე ადგილზე ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

კერძოდ:

ხანძარი ლიკვიდირებულია: ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, ასევე, სოფელ ლიაში, ხვანჭკარაში, გოსტიბეში, ლიკანში, ქობულეთსა და ჭალოვანში.

ნახანძრალის დამუშავება მიმდინარეობს: ვაკიჯვარში და კრიხში.

ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარაა: სოფელ გომბორთან, თეთრიწყაროში, გომსა და მამათში.

აქტიური კერებია: იმერეთში - ხონსა და ტყიბულში, ასევე სამეგრელოში - ეწერში.

„საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ტყის ხანძრებზე მობილიზებულია 1 500 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც გურიასა და რაჭაში მუშაობენ. მათ ჯამში 200-მდე გაფრენა განახორციელეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხანძრის ქრობის სამუშაოები 24–საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ხანძარი - Sputnik საქართველო
საქართველოში ტყის ხანძრების „ეპიდემიაა“ – მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

ტყის ხანძრები ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნის სხვადასხვა რაიონში ორშაბათს, 9 მარტს გაჩნდა. საქართველოს მასშტაბით 20-ზე მეტი სერიოზული კერა დაფიქსირდა – ოზურგეთის, ამბროლაურის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და კასპის მუნიციპალიტეტებში ხანძარს ერთბაშად რამდენიმე ადგილზე ებრძოდნენ.

როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, საქართველოში ტყის ხანძრების მიზეზი მოსახლეობის დაუდევრობა და ხანგრძლივი გვალვაა.

ყველა ახალი ამბავი
0