ტყის ხანძრები კახეთში: ადგილზე სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული

© Sputnik / STRINGERხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახეთის ორ სოფელში ტყის ხანძრები გაჩნდა. სტიქიის ეპიცენტრში სალიკვიდაციო სამუშაოები მეხანძრეებმა დილიდან განაახლეს

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. სოფელ აკურაში ტყის ხანძარს ებრძვიან, აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ხანძარი ატენის ხეობაში - Sputnik საქართველო
სოფელ მატნის მახლობლად ხანძარია

ადგილზე მობილიზებულია ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი.

გარდა ამისა, გუშინ, ღამით, სოფელ თეთრწყლების ტყეში გაჩენილ ხანძარს ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ებრძოდა. ცეცხლი ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, გავრცელების საშიშროება არ არის.

სტიქიის ეპიცენტრში სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.

ყველა ახალი ამბავი
0