თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის მახლობლად ხანძარია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით ათ კილომეტრში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა და ტყის მასივზე გავრცელდა.
რთული რელიეფის გამო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს. მეხანძრე-მაშველების ორი ბრიგადა სტიქიის ზონაში მისვლას ცდილობს.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იწვის სამ ჰექტრამდე ფართობის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი.