თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. სოფელ აკურაში ტყის ხანძარს ებრძვიან, აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ადგილზე მობილიზებულია ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი.
გარდა ამისა, გუშინ, ღამით, სოფელ თეთრწყლების ტყეში გაჩენილ ხანძარს ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ებრძოდა. ცეცხლი ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, გავრცელების საშიშროება არ არის.
სტიქიის ეპიცენტრში სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.