11:17 03 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4778
  • 100 RUB4.0593
  • USD3.1813
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (854)
40 0 0

სამართალდამცველებმა ბათუმში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავებიდან, სამ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ასევე, „სუბოქსინის“ ცხრა აბი და ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღო

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში 34 წლის მამაკაცი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებული ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, კ.ჟ. ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდა პირს, ვინც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა.

სამართალდამცველებმა ბათუმში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავებიდან, სამ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ასევე, „სუბოქსინის“ ცხრა აბი და ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღო.

პოლიციის მიერ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ერთ შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“.~

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს >>

დაკავებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია: ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ შემცველი 21 აბი, 6 შეკვრა „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი, „სუბოქსინის“ 17 აბი და ნატეხები, ერთჯერადი საინექციო შპრიცი „ჰეროინის“ შემცველი ხსნარით და ელექტროსასწორი, მის ზედაპირზე არსებული „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილით.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით, ამავე მუხლის მეექვსე ნაწილით, 19-260-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და 19-260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით. დანაშაულები რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (854)

მთავარი თემები