სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აზერბაიჯანის მოქალაქეს რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 25 წლის მამაკაცი სასაზღვრო გამშვებ-პუნქტ „სარფში" დააკავეს. პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით 1702 აბი და ორი ნატეხი ნარკოტიკული საშუალება „მდმა", „პრეგაბალინის" შემცველი ფსიქოტროპული საშუალება „ლირიკის" 490 კაფსულა, 72 გრამი „ამფეტამინი" და 237 გრამი გამომშრალი „მარიხუანა" ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0