06:37 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ნარკოდანაშაული საქართველოში (104)
50 0 0

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო სამსახურმა აღკვეთა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონოდ შემოტანის რამდენიმე მცდელობა

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. 13-დან 17 თებერვლამდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე აღიკვეთა ქვეყანაში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის რამდენიმე მცდელობა, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

მოქალაქეები საბაჟო სამსახურის ოფიცრების ეჭვის საფუძველზე გაჩხრიკეს.

უწყების მონაცემებით, ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 2 კაფსულა ფსიქოტროპული და 126 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები.

საქმის მასალები გაგზავნილია საქართველოს შს სამინისტროში.

გამოძიება წარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით - ნარკოტიკული ნივთიერებების ან მათი ანალოგების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადატანა, გადაგზავნა ან გასაღება. დანაშაული 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს >>

ასევე საქართველოს სისხლის სამართლის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ფსიქოტროპული ნივთიერებების ან მათი ანალოგების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადატანა, გადაგზავნა ან გასაღება, რაც ისჯება ორ წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოებით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

 

თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში (104)

მთავარი თემები