22:57 29 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1871
  • 100 RUB4.6063
  • USD2.8929
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1203)
72 0 0

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ბრალდებულის ადვოკატი. მისი  განცხადებით, გიორგი იჩუკაიძისთვის თავისუფლების აღკვეთის საფუძვლები არ არსებობდა.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე მომხდარ ინციდენტზე დაკავებულ პირს, გიორგი იჩუკაიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქართულ-აზერბაიჯანულ საზღვარზე მამაკაცმა მძევლად მესაზღვრე აიყვანა >>

რამდენიმე დღის წინ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა იჩუკაიძე ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე დააკავეს. მან სასაზღვრო ზონაში ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ამ დროს მან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას არც ჰაერში უსვრია და არც არავის მოკვლა ჰქონდა განზრახული.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა.

„სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მოსამართლის გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო ამომწურავი გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა საფუძველი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს ბრალდებული გაანადგურებდა საქმისთვის საინტერესო ინფორმაციას“, – განაცხადა ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა.

ხოლო პროკურორის გიორგი ხაჩიძის თქმით, ბრალდებულმა თავადაც ახსენა სხდომაზე, რომ იყო იარაღის მოთხოვნა მესაზღვრეების მიმართ.

„ჩვენს მიერ წარდგენილი ბრალი სწორედ ამას გულისხმობს, რომ მოითხოვა იარაღი, ხელში ეკავა ყუმბარა და იარაღი. შესაბამისად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ითხოვდა იარაღს“, – განაცხადა ხაჩიძემ.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარება, იძულება და მძევლად ხელში ჩაგდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით.

აღნიშნული დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1203)

მთავარი თემები