აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური საქართველოს მოქალაქის დაჭრის დეტალებზე საუბრობს

© Sputnik / STRINGERსაავადმყოფოს დერეფანი
საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, მწყემსი თავის ფარასთან და ძაღლებთან ერთად უკანონოდ მოხვდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შემთხვევით დაჭრეს მწყემსი, 26 წლის რამინ ბაშიროვი, როდესაც მის ძაღლებს სროლა აუტეხეს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით.

მასმედია: აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ საქართველოს მოქალაქე დაჭრა >>

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ცხვრის ფარას მწყემსავდა და თან ახლდა ათამდე ძაღლი, აზერბაიჯანის ტერიტორია უკანონოდ გადაკვეთა. როდესაც მესაზღვრეები მწყემსის დასაკავებლად მიუახლოვდნენ ტერიტორიას, რომელიც ცნობილია ჯეირანჩელის სახელით, ძაღლებმა მათკენ გაიწიეს. ამიტომ მესაზღვრეებმა იარაღი გამოიყენეს, წინასწარ კი ჰაერში გაისროლეს.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
საქართველოს საპატრიარქო აზერბაიჯანთან ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნის წინააღმდეგია

ამის შემდეგ მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს მიწაზე დაცემული ბაშიროვი, რომელიც დაიჭრა და ცხენიდან ჩამოვარდა. ბაშიროვი საგარეჯოს რაიონის მკვიდრია.

დაშავებული უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში წაიყვანეს. ის უკვე მოინახულეს აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.

მომხდართან დაკავშირებით გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლების შეხვედრა.

საქართველოს შსს-მ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის მოქალაქე აზერბაიჯანის საზღვართან დაიჭრა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ, დღეს გავრცელდა, თუმცა ინციდენტი 6 დეკემბერს მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0