22:07 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1052)
108 0 0

სასაზღვრო ზონაში მომხდარი ინციდენტის ამოწურვა სწრაფად მოხერხდა. შსს-მ ეფექტიანი თანამშრომლობისთვის აზერბაიჯანელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ქართველი მესაზღვრე მძევლად აიყვანა, ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა სასაზღვრო ზონაში. მან, ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ამ დროს მან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ოპერატიული და ეფექტიანი მუშაობის შედეგად სიტუაცია დროულად განიმუხტა. ამ დროისთვის ინციდენტი სრულად ამოწურულია“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შსს ეფექტიანი თანამშრომლობისთვის აზერბაიჯანელ კოლეგებს მადლობას უხდის.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით ჩადენილ წამებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1052)

მთავარი თემები