22:17 29 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1871
  • 100 RUB4.6063
  • USD2.8929
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (723)
72 0 0

ბავშვთა პორნოგრაფიის სკანდალურ საქმეზე დაკავებულია 24 ადამიანი, მათ შორის ორი უცხოელი – აშშ-ისა და ავსტრალიის მოქალაქეები.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული სამი ბრალდებული, იუწყება პირველი არხი.

ბავშვების პორნოგრაფიის საქმეზე კიდევ 11 პირი – მშობლები და პედაგოგი დააკავეს >>

არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის უკანონოდ დამზადება-გასაღების საქმის გახსნის შესახებ საქართველოს შსს-მ 2019 წლის 19 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ დააკავეს 11 ადამიანი, მათ შორის აშშ-ისა და ავსტრალიის მოქალაქეები. გამოძიებამ დაადგინა, რომ უცხოელებმა თბილისში ნაქირავებ ბინებში გახსნეს არალეგალური ფოტოსალონები, სადაც შემდგომი რეალიზებისთვის პორნოგრაფიულ მასალას იღებდნენ. სულ საქმეზე დაკავებულია 24 ადამიანი. დაზარალებულია 8-დან 14 წლამდე ასაკის 23 არასრულწლოვანი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა – აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით – გირაოთი.

სასამართლომ ასევე იმსჯელა მტკიცებულებათა დასაშვებობაზე, თუმცა საქმის განხილვის დასრულება დღეს ვერ მოესწრო და საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 24 იანვარს გამოაცხადებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ მშობლებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ შვილები თავად მიჰყავდათ კონსპირაციულ ბინაში, რომელიც თბილისში აშშ-ის მოქალაქეს დაქირავებული ჰქონდა და იქ არალეგალური ფოტოსალონი ჰქონდა გახსნილი. აქ ამზადებდნენ პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეომასალას ბავშვების მონაწილეობით, შემდგომში საზღვარგარეთ გასაყიდად.

პორნოგრაფიული ფოტოსესიისთვის უცხოელები 500-დან 3 ათას ლარამდე თანხას იხდიდნენ.

პოლიციამ დააკავა ასევე იმ სკოლის პედაგოგი, სადაც ბავშვები სწავლობდნენ. გამოძიების მონაცემებით, მასწავლებელი აქტიურად მონაწილეობდა ბავშვების შერჩევაში და აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა.

პოლიცია არ ასახელებს დაკავებულთა ვინაობას, თუმცა ქართულმა მასმედიამ სექტემბერში ეჭვმიტანილთა დაკავებისას გაარკვია, რომ დაკავებულთა ნაწილი გორის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებნი არიან. ამ სოფელში 2011-2012 წლებში პედაგოგად მუშაობდა პროგრამის „ისწავლე და ასწავლე საქართველოში“ მონაწილე, რომელიც ერთ-ერთი დაკავებული უცხოელია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (723)

მთავარი თემები