სახელმწიფო ინსპექტორმა მოზარდის გარდაცვალებამდე მოვლენების სურათი აღადგინა

© Facebook / photo: Iliauni School of Law / FB ლონდა თოლორაია
ლონდა თოლორაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო ინსპექტორმა დეტალურად ისაუბრა იმის თაობაზე, თუ რა პირობებში კითხავდნენ ლუკა სირაძეს და რას ეუბნებოდა მას გამომძიებელი.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ისაუბრა მოვლენებზე „მწვანე სკოლაში" და 15 წლის ლუკა სირაძის გამოკითხვის დეტალებზე, რომლის შემდეგაც ჰქონდა, სავარაუდოდ, მოზარდს სუიციდის მცდელობა და შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? რა მოხდა მოზარდთან დაკავშირებით თბილისში>>

სირაძე 17 დეკემბერს რამდენიმე დღით ადრე მეცხრე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა. ძირითადი ვერსიაა თვითმკვლელობის მცდელობა, თუმცა საქართველოს საპატრიარქო უბედურ შემთხვევას არ გამორიცხავს.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: სუიციდის პროპაგანდის შემცველი ყველა წარწერა წაიშლება

თოლორაიას მონაცემებით, 10 დეკემბრის დილით „მწვანე სკოლის" ადმინისტრაციამ შენობაში და მის გარეთ წარწერები აღმოაჩინა. ეს არის კერძო სკოლა, რომელშიც სირაძე რამდენიმე თვე სწავლობდა. სექტემბერში ის სახელმწიფო სკოლაში (№100) გადაიყვანეს. მიზეზი, სავარაუდოდ, ოჯახის ფინანსური პრობლემები იყო ლუკას მამის გარდაცვალების შემდეგ.

„სკოლამ წარწერების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით სათვალთვალო კამერები დაათვალიერა. დაიწყო ბავშვების გამოკითხვა ჯგუფურად, კადრები აჩვენეს ბავშვებსაც და გამოიძახეს პოლიციაც, რადგან ჩაითვალა, რომ სკოლისთვის მიყენებული ზიანი იძლეოდა პოლიციისთვის შეტყობინების საფუძველს", – განაცხადა თოლორაიამ.

წულუკიანი: უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამას უსმენს და უყურებს ასიათასობით არასრულწლოვანი>>

მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლების მისვლის შემდეგ სკოლის ადმინისტრაციამ მათ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, კამერის ჩანაწერები გადასცა. ასევე პოლიციის ხელში აღმოჩნდა არასრულწლოვნებს შორის კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
ლომჯარია: შესაძლოა, არასრულწლოვნების გამოკითხვა აუდიო- ან ვიდეოჩანაწერით ჩატარდეს

დაიწყო სისხლის სამართლებრივი გამოძიება, რომელსაც პოლიციის უფროსი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი გაუძღვა.

„ჩოლოიანმა დაიწყო განყოფილებაში მოწმეთა დაბარება, რომელთა შორის იყო ლუკა სირაძეც. ის მშობელთან ერთად მივიდა 17:00 საათზე", – განაცხადა თოლორაიამ.

სირაძის გამოკითხვა 6 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. ეს ხდებოდა ოთახში, სადაც სხვა პოლიციელებიც იმყოფებოდნენ.

„ჩვენების საფუძველზე გამომძიებელმა უთხრა ლუკა სირაძეს, რომ მის ძმას, რომელიც სამხედრო აკადემიაში სწავლობდა, შეექმნებოდა გარკვეული სახის პრობლემები, თუ ის დანაშაულს არ აღიარებდა. ამას გარდა, გამომძიებელმა არასრულწლოვანს, 15 წლის ლუკა სირაძეს დაუპირისპირა ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბარებული სხვა მოწმეები, რომელთა შორის იყვნენ როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ასევე სხვა არასრულწლოვნები", – აღნიშნა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორმა განაცხადა, რომ გამომძიებელმა უფლებამოსილებას გადააჭარბა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
„ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების დრო არაა" – პრემიერი მოზარდის გარდაცვალებაზე

იმის გამო, რომ გამომძიებელი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არასრულწლოვნების მართლმსაჯულების ინტერესების თანახმად არ მოქმედებდა, იმ დღეს პოლიციის განყოფილებაში მყოფმა არასრულწლოვნებმა ძლიერი ემოციური სტრესი განიცადეს, განაცხადა თოლორაიამ.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმე სახელმწიფო მოხელის შესაძლო დანაშაულს ეხება, ამ საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.

თოლორაიას განცხადებით, ჩოლოიანი მისი დაკითხვის შემდეგ მალევე დააკავეს. მას ბრალი ედება „მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულების" მუხლით, რაც ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მარიანა ჩოლოიანს პატიმრობა შეეფარდა>>

უკვე გაიმართა სასამართლო, რომელმაც გამომძიებელი გამოძიების პერიოდში პატიმრობაში დატოვა. სასამართლო სხდომა საავადმყოფოში გაიმართა, სადაც გამომძიებელი დაკავების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოხვდა.

ყველა ახალი ამბავი
0