თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? რა მოხდა მოზარდთან დაკავშირებით თბილისში

© photo: Sputnikსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თხუთმეტი წლის მოზარდის ლუკა სირაძის ნათესავები დარწმუნებული არ არიან, რომ ის მეცხრე სართულიდან გადმოხტა.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო არ გამორიცხავს, რომ 15 წლის ლუკა სირაძე შეიძლება მეცხრე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა, ამიტომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წესის აგების ნებართვა გასცა.

პრემიერმა თბილისში მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე კომენტარი გააკეთა>>

ინციდენტი 12 დეკემბერს მოხდა, ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც პოლიციამ მოზარდი მის ყოფილ სკოლაში ღამით შეპარვისა და კედლებზე წარწერების დატოვების გამო დაკითხა. მოზარდის ნათესავებმა განაცხადეს, რომ პოლიციამ მასზე ზეწოლა მოახდინა, რათა მისგან აღიარებითი ჩვენება მიეღო.

მრავალშვილიანი ოჯახი - Sputnik საქართველო
UNICEF: ბავშვთა უფლებები ყველა დონეზე უნდა იყოს დაცული

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით. ამ დროისთვის დაკავებულია პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი. გამომძიებელი მოზარდისთვის ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით არის დაკავებული.

„15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება. პატრიარქმა მისცა კურთხევა... მის დედასა და ძმასთან საუბრიდან გამოჩნდა, რომ დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ მან თავი გადმოიგდო. არსებობს მოსაზრება და გამორიცხული არ არის, რომ ლუკა შემთხვევით ჩამოვარდნილიყო", – დაწერა Facebook-გვერდზე საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მოზარდი 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ქართველი და ისრაელელი ექიმები მისი სიცოცხლისთვის ერთად იბრძოდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თბილისში მოზარდის სიკვდილმა ახალგაზრდები ქუჩაში გამოიყვანა>>

მოზარდის დაღუპვამ თბილისსა და სხვა ქალაქების ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობები ქუჩებში გამოიყვანა. ახალგაზრდები სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე და შორიახლოს ასფალტზე წერენ ლუკა სირაძის ერთ-ერთ წარწერას – „ამ ცხოვრების დედაც!". ისინი მოითხოვენ არა მხოლოდ გამომძიებლის, არამედ შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების დასჯასაც. ისინი მართლმსაჯულების სფეროში სისტემური პრობლემის შესახებ საუბრობენ.

ყველა ახალი ამბავი
0