ზუგდიდში ავტომობილი „ჟიგული“ დაიწვა

© photo: Sputnik / Aleksey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიავტომობილი „ჟიგული“
ავტომობილი „ჟიგული“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეცხლი რამდენიმე წუთში ავტომობილის პატრონმა ჩააქრო. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და პოლიცია

თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე „ჟიგულის“ მარკის ავტომობილი დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აფეთქება „სენტაზე“ - Sputnik საქართველო
სახიფათო მეზობლობა: რას გადაურჩა ფიროსმანის ქუჩა გუშინ

შემთხვევა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლი რამდენიმე წუთში ავტომობილის პატრონმა ჩააქრო.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და პოლიცია.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

 

ყველა ახალი ამბავი
0