თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე „ჟიგულის“ მარკის ავტომობილი დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლი რამდენიმე წუთში ავტომობილის პატრონმა ჩააქრო.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და პოლიცია.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.