სახიფათო მეზობლობა: რას გადაურჩა ფიროსმანის ქუჩა გუშინ

გამოწერა
თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურ „სენტაზე“ 7 დეკემბერს აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოყვა. იხილეთ Sputnik საქართველოს ფოტოლენტა შემთხვევის ადგილიდან

აფეთქების შედეგად დაშავდა 5 პირი, მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნული ბენზინგასამართი სადგური წესების დარღვევით მუშაობდა და პრობლემები ადრეც შეიქმნა, რის გამოც მათ ქალაქის მერიას არაერთხელ მიმართეს. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 მეხანძრე-სამაშველო ბრიგადასთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

© Sputnik / Alexander Imedashviliგვიან ღამით თბილისის ცენტრში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „სენტაზე“ აფეთქება მოხდა
გვიან ღამით თბილისის ცენტრში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „სენტაზე“ აფეთქება მოხდა
 - Sputnik საქართველო
1/16
გვიან ღამით თბილისის ცენტრში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „სენტაზე“ აფეთქება მოხდა
© Sputnik / Alexander Imedashviliაფეთქებისა და ხანძრის შედეგად, დაშავდა ხუთი ადამიანი - მათ შორის, ბავშვი და ქალი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს
აფეთქებისა და ხანძრის შედეგად, დაშავდა ხუთი ადამიანი - მათ შორის, ბავშვი და ქალი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს - Sputnik საქართველო
2/16
აფეთქებისა და ხანძრის შედეგად, დაშავდა ხუთი ადამიანი - მათ შორის, ბავშვი და ქალი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს
© Sputnik / Alexander Imedashviliაფეთქების შემდეგ ცეცხლი მახლობლად მდებარე მაღაზიასაც გადაედო
აფეთქების შემდეგ ცეცხლი მახლობლად მდებარე მაღაზიასაც გადაედო  - Sputnik საქართველო
3/16
აფეთქების შემდეგ ცეცხლი მახლობლად მდებარე მაღაზიასაც გადაედო
© Sputnik / Alexander Imedashviliცეცხლის ლიკვიდაციაში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცხრა ეკიპაჟი მონაწილეობდა, რომლებმაც დროულად შეძლეს ხანძრის ჩაქრობა
ცეცხლის ლიკვიდაციაში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცხრა ეკიპაჟი მონაწილეობდა, რომლებმაც დროულად შეძლეს ხანძრის ჩაქრობა  - Sputnik საქართველო
4/16
ცეცხლის ლიკვიდაციაში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცხრა ეკიპაჟი მონაწილეობდა, რომლებმაც დროულად შეძლეს ხანძრის ჩაქრობა
© Sputnik / Alexander Imedashviliბენზოგასამართ სადგურთან ძალიან ახლოს მდებარეობს გაზგასამართი სადგურიც და შესაბამისად, საშიშროება იყო ძალიან დიდი
ბენზოგასამართ სადგურთან ძალიან ახლოს მდებარეობს გაზგასამართი სადგურიც და შესაბამისად, საშიშროება იყო ძალიან დიდი - Sputnik საქართველო
5/16
ბენზოგასამართ სადგურთან ძალიან ახლოს მდებარეობს გაზგასამართი სადგურიც და შესაბამისად, საშიშროება იყო ძალიან დიდი
© Sputnik / Alexander Imedashviliამიტომ მეხანძრეები მაქსიმალურად სწრაფად მუშაობდნენ, რათა შედეგები კიდევ უფრო არ დამძიმებულიყო
ამიტომ მეხანძრეები მაქსიმალურად სწრაფად მუშაობდნენ, რათა შედეგები კიდევ უფრო არ დამძიმებულიყო  - Sputnik საქართველო
6/16
ამიტომ მეხანძრეები მაქსიმალურად სწრაფად მუშაობდნენ, რათა შედეგები კიდევ უფრო არ დამძიმებულიყო
© Sputnik / Alexander Imedashvili„სენტას“ აღნიშნული სადგური საკმაოდ ხალხმრავალ ადგილას, საცხოვრებელ კვარტალში მდებარეობს, იქვე ახლოს კი გვიანობამდე მუშაობს მცირე ბაზარი
„სენტას“ აღნიშნული სადგური საკმაოდ ხალხმრავალ ადგილას, საცხოვრებელ კვარტალში მდებარეობს, იქვე ახლოს კი გვიანობამდე მუშაობს მცირე ბაზარი - Sputnik საქართველო
7/16
„სენტას“ აღნიშნული სადგური საკმაოდ ხალხმრავალ ადგილას, საცხოვრებელ კვარტალში მდებარეობს, იქვე ახლოს კი გვიანობამდე მუშაობს მცირე ბაზარი
© Sputnik / Alexander Imedashviliასე იყო იმ დღესაც. მართალია, მოვაჭრეების ნაწილი უკვე წასული იყო, მაგრამ ნაწილს ჯერ ისევ გაშლილი ჰქონდა დახლები
ასე იყო იმ დღესაც. მართალია, მოვაჭრეების ნაწილი უკვე წასული იყო, მაგრამ ნაწილს ჯერ ისევ გაშლილი ჰქონდა დახლები  - Sputnik საქართველო
8/16
ასე იყო იმ დღესაც. მართალია, მოვაჭრეების ნაწილი უკვე წასული იყო, მაგრამ ნაწილს ჯერ ისევ გაშლილი ჰქონდა დახლები
© Sputnik / Alexander Imedashviliაფეთქების შედეგები შეიძლებოდა, ბევრად სავალალო ყოფილიყო:„სენტასთან“ ახლოს, გაზგასამართი სადგურისა და მცირე ბაზრის გარდა, რკინიგზის სადგური და ასევე მსხვილი სავაჭრო ცენტრი Tbilisi Central-ი მდებარეობს
აფეთქების შედეგები შეიძლებოდა, ბევრად სავალალო ყოფილიყო:„სენტასთან“ ახლოს, გაზგასამართი სადგურისა და მცირე ბაზრის გარდა, რკინიგზის სადგური და ასევე მსხვილი სავაჭრო ცენტრი Tbilisi Central-ი მდებარეობს - Sputnik საქართველო
9/16
აფეთქების შედეგები შეიძლებოდა, ბევრად სავალალო ყოფილიყო:„სენტასთან“ ახლოს, გაზგასამართი სადგურისა და მცირე ბაზრის გარდა, რკინიგზის სადგური და ასევე მსხვილი სავაჭრო ცენტრი Tbilisi Central-ი მდებარეობს
© Sputnik / Alexander Imedashviliიმავე ქუჩაზეა ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი და ასევე არაერთი საცხოვრებელი სახლიც
იმავე ქუჩაზეა ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი და ასევე არაერთი საცხოვრებელი სახლიც  - Sputnik საქართველო
10/16
იმავე ქუჩაზეა ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი და ასევე არაერთი საცხოვრებელი სახლიც
© Sputnik / Alexander Imedashviliაფეთქების მომენტში რკინიგზის სადგურზე ერთი მატარებელი იყო ჩამომდგარი და ხალხიც ირეოდა
აფეთქების მომენტში რკინიგზის სადგურზე ერთი მატარებელი იყო ჩამომდგარი და ხალხიც ირეოდა  - Sputnik საქართველო
11/16
აფეთქების მომენტში რკინიგზის სადგურზე ერთი მატარებელი იყო ჩამომდგარი და ხალხიც ირეოდა
© Sputnik / Alexander Imedashviliვერც რკინიგზის სადგურზე მყოფები და ვერც სავაჭრო ცენტრის სტუმრები ალბათ ვერც ხვდებოდნენ, რამდენად მაღალი იყო რისკი იმისა, რომ აფეთქების შედეგები ყოფილიყო ბევრად უარესი
ვერც რკინიგზის სადგურზე მყოფები და ვერც სავაჭრო ცენტრის სტუმრები ალბათ ვერც ხვდებოდნენ, რამდენად მაღალი იყო რისკი იმისა, რომ აფეთქების შედეგები ყოფილიყო ბევრად უარესი  - Sputnik საქართველო
12/16
ვერც რკინიგზის სადგურზე მყოფები და ვერც სავაჭრო ცენტრის სტუმრები ალბათ ვერც ხვდებოდნენ, რამდენად მაღალი იყო რისკი იმისა, რომ აფეთქების შედეგები ყოფილიყო ბევრად უარესი
© Sputnik / Alexander Imedashviliდა კიდევ: იქვე, „სენტას“ ბენზინგასამართი სადგურის ახლოს სადღეღამისო ავტოსამრეცხაოცაა, რომელსაც გამუდმებით ჰყავს კლიენტები
და კიდევ: იქვე, „სენტას“ ბენზინგასამართი სადგურის ახლოს სადღეღამისო ავტოსამრეცხაოცაა, რომელსაც გამუდმებით ჰყავს კლიენტები  - Sputnik საქართველო
13/16
და კიდევ: იქვე, „სენტას“ ბენზინგასამართი სადგურის ახლოს სადღეღამისო ავტოსამრეცხაოცაა, რომელსაც გამუდმებით ჰყავს კლიენტები
© Sputnik / Alexander Imedashviliმეზობლობა მართლაც რომ სახიფათო იყო. შეიძლებოდა ვინმე იმ მომენტში შინიდან ხილ-ბოსტნეულის საყიდლად გასულიყო და...
მეზობლობა მართლაც რომ სახიფათო იყო. შეიძლებოდა ვინმე იმ მომენტში შინიდან ხილ-ბოსტნეულის საყიდლად გასულიყო და...  - Sputnik საქართველო
14/16
მეზობლობა მართლაც რომ სახიფათო იყო. შეიძლებოდა ვინმე იმ მომენტში შინიდან ხილ-ბოსტნეულის საყიდლად გასულიყო და...
© Sputnik / Alexander Imedashviliფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს - Sputnik საქართველო
15/16
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
© Sputnik / Alexander Imedashviliყველაზე მთავარი კი მაინც ისაა: ვინ გასცა ნებართვა ესოდენ ხალხმრავალ, საცხოვრებელი სახლებით, რკინიგზის სადგურით, დიდი სავაჭრო ცენტრით გარშემორტყმულ ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგურის აშენების ნებართვა? სხვა რომ არ ვთქვათ, ამ ქუჩაზე ნაგებობების უმეტესობა ძალიან ძველი და ავარიულ მდგომარეობაშია. ამ სახლებში მცხოვრებლებისთვის მცირე ბიძგებიც კი სახიფათოა
ყველაზე მთავარი კი მაინც ისაა: ვინ გასცა ნებართვა ესოდენ ხალხმრავალ, საცხოვრებელი სახლებით, რკინიგზის სადგურით, დიდი სავაჭრო ცენტრით გარშემორტყმულ ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგურის აშენების ნებართვა? სხვა რომ არ ვთქვათ, ამ ქუჩაზე ნაგებობების უმეტესობა ძალიან ძველი და ავარიულ მდგომარეობაშია. ამ სახლებში მცხოვრებლებისთვის მცირე ბიძგებიც კი სახიფათოა  - Sputnik საქართველო
16/16
ყველაზე მთავარი კი მაინც ისაა: ვინ გასცა ნებართვა ესოდენ ხალხმრავალ, საცხოვრებელი სახლებით, რკინიგზის სადგურით, დიდი სავაჭრო ცენტრით გარშემორტყმულ ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგურის აშენების ნებართვა? სხვა რომ არ ვთქვათ, ამ ქუჩაზე ნაგებობების უმეტესობა ძალიან ძველი და ავარიულ მდგომარეობაშია. ამ სახლებში მცხოვრებლებისთვის მცირე ბიძგებიც კი სახიფათოა
ყველა ახალი ამბავი
0