აფეთქება ფიროსმანის ქუჩაზე: როგორია დაშავებულების მდგომარეობა

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციის განყოფილება
რეანიმაციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამწვრობის ცენტრში მოთავსებული სამი პაციენტიდან ორი რეანიმაციაში იმყოფება, ხოლო ერთი დამწვრობის განყოფილებაში. მეოთხე დაშავებული ქალბატონია, რომელიც მკურნალობას ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადის

თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად ხუთი დაშავებულედან ორი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გუშინ, 7 დეკემბერს თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურ „სენტაზე“ აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოყვა. აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

აფეთქება ფიროსმანის ქუჩაზე - დაშავდა 5 ადამიანი >>

დამწვრობის ცენტრში მოთავსებული სამი პაციენტიდან ორი რეანიმაციაში იმყოფება, ხოლო ერთი დამწვრობის განყოფილებაში.

დამწვრობის ცენტრის ექიმის, გიორგი დავლიანიძის  განცხადებით, დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

„ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი სამი პაციენტიდან ორი მათგანი რეანიმაციაში, მათი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ერთი აგრძელებს მკურნალობას ჩვეულებრივ დამწვრობის განყოფილებაში. მისი მდგომარეობაც სტაბილურია. უტარდება ყველა ის აუცილებელი, სამედიცინო მანიპულაციები და მკურნალობა, რაც ამ დროს არის მიღებული. თუ როდის გაეწერებიან პაციენტები, ამის პროგნოზისგან ჯერ თავს შევიკავებ“, – განაცხადა გიორგი დავლიანიძემ.
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
აფეთქება გლდანში: მობილიზებულია გაზის საავარიო სამსახური

ექიმის განცხადებით, დაშავებულებს დამწვრობები ძირითადად სახისა და ზემო კიდურების არეში აღენიშნებათ.

კიდევ ერთი დაშავებული, შუახნის ქალბატონი მკურნალობას ალადაშვილის კლინიკაში გადის.

რაც შეეხება დაშავებულ არასრულწლოვანს, ის ციციშვილის კლინიკაშია გადაყვანეს. მას სახის არეში მრავლობითი ექსკორიაციებია აღენიშნებოდა, სხვა ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0