თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ცოტა ხნის წინ გლდანში ბუნებრივი აირი აფეთქდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა ხიზანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას მოხდა.
კახეთში გაზგასამართ სადგურზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა>>
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია, ასევე მობილიზებულია გაზის საავარიო სამსახურიც. რა გახდა აფეთქების გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.