04:29 18 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1164)
96 0 0

ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურ „სენტაზე“ აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოყვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მომხდარის შედეგად დაშავდა 5 პირი, მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნული ბენზინგასამართი სადგური წესების დარღვევით მუშაობდა და პრობლემები ადრეც შეიქმნა, რის გამოც მათ ქალაქის მერიას არაერთხელ მიმართეს.

ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს.

ამ დროისთვის, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 მეხანძრე-სამაშველო ბრიგადასთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1164)

მთავარი თემები