04:33 18 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (693)
104 0 0

ბრალის წაყენების შემდეგ დაკავებული ფოთის საგამოძიებო იზოლატორში ცუდად გახდა და მას ექიმის დახმარება დასჭირდა

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ზუგდიდში დაკავებულ ბერს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი, განაცადა მისმა ადვოკატმა ჯიტა გულუამ.

ბერ–მონაზონს ბრალი საგამოძიებო იზოლატორში წარუდგინეს, რის შემდეგაც ის ცუდად გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა, განაცხადა ადვოატმა პირველი არხის ეთერში.

ქართველმა სამართალდამცველებმა ბერ სვიმონ ქავთარაძესა და მის ახლობელს ნარკოტიკები სამი დღის წინ უპოვეს. დანაშაულზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მეორე პირმა აიღო, ბერი კი გაათავისუფლეს. მოგვიანებით მღვდელმსახური პოლიციას თავად ჩაბარდა და აღიარა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნოდა. ბრალი მას დღეს წარუდგინეს. 

ათონელ ბერთან ერთად ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირი გირაოთი გათავისუფლდა>>

გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (693)

მთავარი თემები