ათონელ ბერთან ერთად ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირი გირაოთი გათავისუფლდა 

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რომან მალანიას ადვოკატის მტკიცებით, ჩანთა, სადაც ნარკოტიკული საშუალებები აღმოჩნდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ეკუთვნოდა.

თბილისი,  5 დეკემბერი — Sputnik. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის სასულიერო პირთან ერთად დაკავებულ რომან მალანიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„შეიძლება ტყუილუბრალოდ ადანაშაულებენ?“ – საპატრიარქოს კომენტარი ათონელი ბერის საქმეზე >>

პოლიციელი ხელბორკილებით - Sputnik საქართველო
ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონი დააკავეს

დაკავებულის უფლებადამცველის ჯიტა გულუას განაცხადებით, საქმის მასალების მიხედვით ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იყო, მალანიას არ ეკუთვნოდა.

ქართველმა სამართალდამცველებმა ბერ სვიმონ ქავთარაძესა და მის ახლობელს ნარკოტიკები ორი დღის წინ უპოვეს. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მეორე პირმა აიღო, ბერი კი გაათავისუფლეს. მოგვიანებით  მღვდელმსახური პოლიციას თავად ჩაბარდა და აღიარა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს ბერის მამაც, რომელიც თავიდან დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს. საპატრიარქოს ცნობით, ამანათი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა, გამოგზავნილი იყო ბერის მამის სახელზე.

გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0