„შეიძლება ტყუილუბრალოდ ადანაშაულებენ?“ – საპატრიარქოს კომენტარი ათონელი ბერის საქმეზე

© photo: Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპატრიარქოს ცნობით, ამანათი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალებები აღმოჩნდა, მღვდელმსახურის მამის სახელზე იყო გამოგზავნილი.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო არ გამორიცხავს, რომ ახალგაზრდა ქართველი ბერი, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, შეიძლება უდანაშაულო იყოს.

ქართველმა სამართალდამცველებმა ბერ სვიმონ ქავთარაძესა და მის ახლობელს ნარკოტიკები ორი დღის წინ უპოვეს. დანაშაულზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მეორე პირმა აიღო, ბერი კი გაათავისუფლეს. მოგვიანებით მღვდელმსახური პოლიციას თავად ჩაბარდა და აღიარა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნოდა. 

პოლიციელი ხელბორკილებით - Sputnik საქართველო
ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს ბერის მამაც, რომელიც თავიდან დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს. ამ ვერსიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ. საპატრიარქოს ცნობით, ამანათი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა, გამოგზავნილი იყო ბერის მამის სახელზე.

„მე ვიცოდი ზუგდიდის შემთხვევაზე, რომ სასულიერო პირის მამა იყო დაკავებული, რომელმაც ამანათი მიიღო, სადაც აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება. საპატრიარქო ჯერ დაელოდება სამართალდამცველების დასკვნას. ხომ შეიძლება ტყუილად ედავებოდნენ, ან დამნაშავე იყოს? ჩვენ არ გვაქვს საშუალება, წინასწარი გამოძიება ვაწარმოოთ“, – განაცხადა Rustavi2-ის ეთერში ჯაღმაიძემ.

გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სვიმონ ქავთარაძე ათონის მთაზე მოღვაწეობს. იგი 14 წელია სასულიერო პირია. ასევე ცნობილია, რომ იგი არის ცაიშისა და ზუგდიდის მიტროპოლიტთან დაახლოებული პირის, დეკანოზ გიორგი ქავთარაძის ძმა.

ყველა ახალი ამბავი
0