09:26 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
სამედიცინო დახმარების ბრიგადა

მცხეთაში ჩხუბის დროს დაშავებული ორი მოქალაქე საავადმყოფოში იმყოფება

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (155)
50 0 0

ამჟამად ისინი სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, მაგრამ ხვალ პაციენტებს კლინიკიდან გაწერენ

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერთა შორის მცხეთაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი მოქალაქე დაშავდა. ისინი თავის მსუბუქი ტრავმით საავადმყოფოში იმყოფებიან, იუწყება საქართველოს იძულებით გადაადგილებულთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

ახალგაზრდული ორგანიზაცია „გაბედეს“ აქტივისტებს ორშაბათს საქართველოს პარლამენტის მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცეს. სიტყვიერი შელაპარაკება ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარდამჭერთა შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად პოლიციამ ახალგაზრდული მოძრაობის რამდენიმე აქტივისტი ადგილს გაარიდა.

როგორც სამინისტრო იუწყება, მათ თავის ტვინის ტომოგრაფია ჩაუტარდათ, რის შედეგადაც დადგინდა, რომ არცერთ მათგანს არ უფიქსირდება რაიმე სახის დაზიანება. ამჟამად ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

პაციენტებს კლინიკიდან, სავარაუდოდ, ხვალ გამოწერენ.

თბილისში „ქართული ოცნების“ ოფისთან დაპირისპირება მოხდა >>

ხუნდაძე მმართველი პარტიის ერთ–ერთი იმ დეპუტატთაგანია, რომელმაც საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნამ თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში საპროტესტო ტალღა გამოიწვია.

მომიტინგეები 14 ნოემბრიდან დეპუტატების მაჟორიტარული წესით არჩევის წინააღმდეგ გამოდიან. მოქმედი კონსტიტუციით, 73 დეპუტატს მაჟორიტარული წესით ირჩევენ, 77–ს – პროპორციულით.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (155)

მთავარი თემები