თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ახალგაზრდული მოძრაობა „გაბედეს" აქტივისტებს „ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატთან დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრის უფლება ხელისუფლების მომხრეებმა არ მისცეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.
ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს>>
ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად პოლიციამ ახალგაზრდული მოძრაობის რამდენიმე აქტივისტი მოვლენების ადგილიდან, ანუ დეპუტატის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანა.
ხუნდაძე ერთ-ერთი იმ დეპუტატთაგანია მმართველი პარტიიდან, რომელმაც მხარი არ დაუჭირა შესწორებებს საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლის შესახებ. შესწორებების ჩავარდნამ საქართველოს დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში 14 ნოემბრიდან აქციები გამოიწვია.
მომიტინგეები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლებას თუ მოსვენებას არ მისცემენ, ისინი დათმობაზე წავლენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ პროპორციული სისტემით. ოპოზიციონერები მართავენ მრავალრიცხოვან პერფორმანსებს, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, აქვთ პარლამენტის შენობისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულების პიკეტირების მცდელობა.