თბილისში „ქართული ოცნების“ ოფისთან დაპირისპირება მოხდა

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან
საპროტესტო აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც ცდილობენ დაპირისპირებული მხარეების დაშორიშორებას. მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთს უცენზურო სიტყვებით მიმართავენ, ადგილი აქვს შეხლა-შემოხლას.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. თბილისში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაპირისპირება მოხდა, იუწყება პირველი არხი.

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მოძრაობა „სირცხვილიას“, „შეცვალესა“ და პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

საპატრულო პოლიციის რეგიონული სამსახური - Sputnik საქართველო
მცხეთაში ხელისუფლების მომხრეებსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება მოხდა

„სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრებმა პარტიის შენობის კედელზე გააკრეს სტიკერები, ასევე გააკეთეს წარწერები. პარტიის ოფისის წინ მათ დაწერეს „მონებო“, „ქურდული ოცნება“.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც ცდილობენ დაპირისპირებული მხარეების დაშორიშორებას. მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთს უცენზურო სიტყვებით მიმართავენ, ადგილი აქვს შეხლა-შემოხლას.

დაშავებულების ან დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღეს დაპირისპირება მოხდა მცხეთაშიც. ახალგაზრდული მოძრაობა „გაბედეს" აქტივისტებს „ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატთან დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრის უფლება ხელისუფლების მომხრეებმა არ მისცეს.

ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად პოლიციამ ახალგაზრდული მოძრაობის რამდენიმე აქტივისტი მოვლენების ადგილიდან, მაჟორიტარი დეპუტატის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანა.

ხუნდაძე ერთ-ერთი ის დეპუტატია მმართველი პარტიიდან, რომელმაც მხარი არ დაუჭირა შესწორებებს საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლის შესახებ. შესწორებების ჩავარდნამ საქართველოს დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში 14 ნოემბრიდან აქციები გამოიწვია.

კობახიძე: „ქართული ოცნება" დედის როლში იყო >>

მომიტინგეები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლებას თუ მოსვენებას არ მისცემენ, ისინი დათმობაზე წავლენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ პროპორციული სისტემით. ოპოზიციონერები მართავენ მრავალრიცხოვან პერფორმანსებს, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, აქვთ პარლამენტის შენობისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულების პიკეტირების მცდელობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0