მომიტინგეებმა პარლამენტის დეპუტატის ბრიფინგი ჩაშალეს - ადგილზე პოლიცია გამოიძახეს

© Parliament of Georgiaგურამ მაჭარაშვილი
გურამ მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედია-ცენტრი „მთავარი" პოლიციელების თანხლებით დატოვა

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ახალგაზრდა აქტივისტებმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გურამ მაჭარაშვილის პრესკონფერენცია მედია-ცენტრ „მთავარში" ჩაშალეს.

მაჭარაშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც 14 ნოემბერს მხარი არ დაუჭირეს შესწორებებს კონსტიტუციაში, რომელიც არჩევნების შერეული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლას უკვე 2020 წლიდან ითვალისწინებდა. მას შემდეგ არ წყდება საპროტესტო აქციები. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბოიკოტი გამოაცხადეს.

პარტია „გირჩის დროშა - Sputnik საქართველო
პარტია „გირჩს" პროკურატურაში უჩივლეს

„ეს იყო ინიციატორი იმისა, რომ პროპორციული არჩევნები ჩავარდა, ეს არის სამარცხვინო, ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი. მოვუვარდით ამ მაჟორიტარს და მივუვარდებით ყველა მაჟორიტარს, არ მივცემთ საშუალებას, რომ ასე თავისუფლად იარონ და ატყუონ ხალხი", - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიისა" და მოძრაობის "სირცხვილია" წევრმა ბექა ნათელაშვილმა.

ბექა ლეიბორისტ შალვა ნათელაშვილის ვაჟია.

რა შემთხვევაში დათანხმდება ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგს>>

ახალგაზრდა აქტივისტები უყვიროდნენ დეპუტატს და მოითხოვდნენ განმარტებას, თუ რატომ აირჩიეს ის - ადამიანი, რომელმაც ჩააგდო საარჩევნო რეფორმა, მაღალ თანამდებობაზე პარლამენტში. პარლამენტმა გუშინ მაჭარაშვილი პროცედურულ საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარედ დაამტკიცა.

საკანონმდებლო ორგანოში ზოგიერთი წამყვანი თანამდებობა ვაკანტური გახდა, რადგან უმრავლესობის რიგები, საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის გამო, 12-მა დეპუტატმა დატოვა.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
პარლამენტში ვაკანტური თანამდებობები შეივსო

„ეს ადამიანი დააწინაურეს ღალატისთვის, ქართველი ხალხის მოტყუებისთვის, ეს ადამიანი გახდა კომიტეტის თავმჯდომარე", - განაცხადა ნათელაშვილმა.

მაჭარაშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ დეპუტატების თანამდებობაზე დანიშვნა ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ის თავიდანვე არ უჭერდა მხარს საარჩევნო რეფორმას, ამიტომ მას ხალხი არასდროს მოუტყუებია.

მას შემდეგ, რაც მედია-ცენტრ „მთავარში" ხმაური დაიწყო, იქ პოლიცია გამოიძახეს. დეპუტატმა შენობა პოლიციის თანხლებით დატოვა.

ოპოზიცია და ახალგაზრდული მოძრაობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და მისი პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ. ამაზე ხელისუფლება უარს აცხადებს.

ყველა ახალი ამბავი
0