23:09 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
სასამართლო

18 ნოემბერს დაკავებულ აქციის მონაწილეთა სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

© Sputnik / Alex Shlamov
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (159)
49 0 0

თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულთა მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია იმართება.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 18 ნოემბერს დაკავებულ პირთა საქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

საპროტესტო აქციის მონაწილეები ორშაბათს პარლამენტის პიკეტირებისას ჩიტაძის ქუჩაზე დააკავეს. იმავე დღეს ხელწერილით გათავისუფლდა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

სასამართლოს შენობაში შეკრებილთა განცხადებით, ბრალდებულებს, მათ შორის გიგა მაქარაშვილს, პოლიციელები და მანდატურები საკუთარ პროცესზე არ უშვებენ.

როგორც ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, ის პროცესზე 18:00 საათზე იყო დაბარებული.

„ცრუ მოწმეები არიან გადაყვანილები და ამუშავებენ. მოსამართლემ გამაფრთხილა 6 საათზე იყავით დარბაზშიო. მოწმეები, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ ჰყავთ დგანან და ამუშავებენ. მე კიდევ არ შემიშვეს,“ - განაცხადა მაქარაშვილმა.

პარალელურად, სხდომათა დარბაზში მოსამართლე აქციაზე დაკავებული კიდევ ექვსი პირის, ელგუჯა ბაგრატიონის, გურამ მჭედლიშვილის, ბექა ბასილაიას, ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი ბუნტურისა და ლუკა ჭიჭინაძის საქმეს განიხილავს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 დააკავეს.

ყველა მათგანს ჯარიმა ან ადმინისტრაციული წესით 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

პოლიციისა და მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად მომიტინგეები უკან დახევას არ აპირებენ – ისინი პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას მომავალშიც აპირებენ.



 

 

 

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (159)

მთავარი თემები