11:36 08 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
მოსამართლის ჩაქუჩი

მკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე: ხუთივე დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (619)
121 0 0

საქმის მეექვსე ფიგურანტი, 39 წლის ალექსანდრე ბიძინაშვილი, დღემდე იძებნება განზრახ მკვლელობის ბრალდებით

თბილისი, 19 ნოემბერი - Sputnik. თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ხუთი დაკავებული სასამართლო დარბაზიდან, აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ვერცხლის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს >>

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასა და დაჭრასთან დაკავშირებით დაკავებულ ხუთივე პირს გამოძიების დასრულებამდე პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განმარტებით, სასამართლო განხილვების 9-თვიანი ვადა მალე გადიოდა, ამასთან, საქმის მსვლელობამ სასამართლოში გამოკვეთა, რომ დაკავებული პირების ბრალდება არასწორად მოხდა.

„დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მაღალი ალბათობით, უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან არასწორად მოხდა ბრალდება იმ 5 პირის მიმართ, რომლებიც დღეს სასამართლომ გაამართლა. რაც შეეხება მეექვსე ძებნილ პირს, მისი საქმე ამ საქმისგან გამოყოფილად მიმდინარეობს", - განაცხადა ფანცულაიამ.

ვერცხლის ქუჩაზე 50 წლის ზვიად ჯაფარიძე მიმდინარე წლის 19 თებერვალს მოკლეს. მომხდარს წინ კონფლიქტი უძღოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთობების გარჩევისას 33 წლის ლაშა სიხარულიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 42 წლის ბესიკ ბიძინაშვილი. ამის შემდეგ 39 წლის ალექსანდრე ბიძინაშვილმა, მედიის ინფორმაციით, დაჭრილის ძმამ, საპასუხო ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა ზვიად ჯაფარიძე. 

კონფლიქტის დანარჩენი მონაწილეები ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა პოლიციამ 21 თებერვალს დააკავა ყველა ფიგურანტი, გარდა ალექსანდრე ბიძინაშვილისა, რომელსაც აქამდე ეძებენ განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (619)

მთავარი თემები