თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. ძველ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით არის მოკლული, მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
თვითმხილველების ინფორმაციით, კაცს მანქანიდან რამდენჯერმე ესროლეს.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.