18:56 23 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1530
  • 100 RUB4.5220
  • USD3.4462
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2146)
77 0 0

უწყების ინფორმაციით, სტიიქიის ეპიცენტრი დასახლებული პუნქტებიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით არის დაშორებული შესაბამისად მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. კახეთის ალპურ ზონაში ხანძარია, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცეცხლი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველისა და ართანის გამყოფ ქედზე, საყორნის მთაზე, ხმელ ბალახს წაეკიდა.

ადგილობრივების თქმით, ხანძარი ადგილ-ადგილ უკვე რამდენიმე დღეა ჩნდება, რასაც ღამის სინესტე აქრობს ხოლმე, თუმცა ისინი არ გამორიცხავენ, რომ ხანძარი შეიძლება დაუდევრობითაც იყოს გაჩენილი.

ადგილზე უკვე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.

უწყების ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი სოფლებიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით არის დაშორებული, შესაბამისად სიტუაცია სრულიად ექვემდებარება კონტროლს და დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2146)

მთავარი თემები