ხანძარი ნამოხვანის ტყეში: მეხანძრეები რამდენიმე საათია სტიქიას ებრძვიან

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე ხუთი სამაშველო-სახანძრო მანქანაა ჩართული, რომლებიც მთელი ძალებით ცდილობენ ცეცხლის ლიკვიდაციას.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანის ტყეში ხანძარს რამდენიმე საათია ებრძვიან, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ცეცხლი ტყეში ორშაბათს, საღამოს გაჩნდა და ოთხ ჰექტარ მიწაზე ბალახსა და ეკალ-ბარდებზე გავრცელდა.

ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს და ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის დასახლებულ პუნქტამდე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ყველა ახალი ამბავი
0