თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. კახეთის ალპურ ზონაში ხანძარია, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცეცხლი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველისა და ართანის გამყოფ ქედზე, საყორნის მთაზე, ხმელ ბალახს წაეკიდა.
ადგილობრივების თქმით, ხანძარი ადგილ-ადგილ უკვე რამდენიმე დღეა ჩნდება, რასაც ღამის სინესტე აქრობს ხოლმე, თუმცა ისინი არ გამორიცხავენ, რომ ხანძარი შეიძლება დაუდევრობითაც იყოს გაჩენილი.
ადგილზე უკვე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
უწყების ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი სოფლებიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით არის დაშორებული, შესაბამისად სიტუაცია სრულიად ექვემდებარება კონტროლს და დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება.