12:55 22 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3000
  • 100 RUB4.6712
  • USD2.9781
საპროტესტო აქცია კინოთეატრ „ამირანთან“

სასამართლო კინოთეატრ „ამირანთან“ დაკავებულთა საქმეებს იხილავს

© Sputnik / Alex Shlamov
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (588)
48 0 0

პარასკევს, საპროტესტო აქციაზე კინოთეატრ „ამირანთან“ ერთ პირს ჯარიმა დაეკისრა, ათი დაკავებულის საქმის განხილვა კი გადაიდო

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთაგან ერთ პირს მერაბ ჭიკაიძეს 500-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბათუმის კინოთეატრ „აპოლოსთან“ დაკავებული ერთ-ერთი პირი 1000 ლარით დააჯარიმდა >>

8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, ექვს კინოთეატრში ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ყველა კინოჩვენება დაგეგმილ დროს დაიწყო. თუმცა, თბილისში კინოთეატრ „ამირანის“ და „თბილისი გალერის“ ტერიტორიაზე კინოთეატრ „კავეას“, ხოლო ბათუმში კინოთეატრ „აპოლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ასობით მოქალაქე შეიკრიბა, რომელთა მონაწილეობით რამდენიმე ინციდენტი მოხდა. კინოთეატრებთან გვიან ღამემდე პოლიციის გაძლიერებული ძალები იყო მობილიზებული.

ჭიკაიძე მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო.

„მშვიდობიან პროტესტს ვაცხადებდი და არა ძალადობრივს. ვადასტურებ, შევიგინე, ოღონდ არა პოლიციის მიმართ, აღელვებული ვიყავი, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ჭიკაიძემ.

დღესვე სასამართლომ განიხილა აქციაზე დაკავებული კიდევ რვა პირის საქმე, თუმცა მათი პროცესი 11 ნოემბრამდე გადაიდო.

დარბაზიდან გასვლამდე მოსამართლე ლეილა გოგიშვილმა ბრალდებულებს მიმართა და მოუწოდა: „აქციაზე საჩხუბრად არ წავიდნენ“.

თბილისის საქალაქო სასამართლოში კინოთეატრ „ამირანთან“ დაკავებული „ქართული მარშის“ ორი წევრის პროცესიც გადაიდო.

საუბარია ადმინისტრაციული წესით დაკავებული გუშინდელი აქციის ორი მონაწილის, ირაკლი ხომასურიძის და ლაშა კობალაძის საქმეზე.

ლევან აკინი: ამაყი ვარ, რომ არცერთმა კინოთეატრმა უკან არ დაიხია... >>

მათ სამართალდამცავი უწყება პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება. დაკავებულების ადვოკატი და ორგანიზაცია „ქართული მარშის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მხრიდან რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისსა და ბათუმში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 - თბილისში, 3 - ბათუმში.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (588)

მთავარი თემები