პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა თბილისში და სამი ბათუმში, რომლებიც საქართველოს კინო-თეატრებში შვედურ-ქართული წარმომავლობის რეჟისორის ფილმის ჩვენებას აპროტესტებდნენ, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საპროტესტო აქციის ინიციატორები იყვნენ ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ნაციონალისტური მოძრაობა „ქართული მარში“. მათ რამდენიმე დღის წინ დააანონსეს მიტინგი ფილმის პრემიერის წინააღმდეგ, რომელში მოთხრობილია ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება ამბიციური მეტოქის - ირაკლის შეყვარების შემდეგ.