ბათუმის კინოთეატრ „აპოლოსთან“ დაკავებული ერთ-ერთი პირი 1000 ლარით დააჯარიმდა

© photo: Sputnik / Stringerბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლაშა ჩაჩხუნაშვილის დედა ამბობს, რომ პოლიცია მის შვილზე ცდილობს ჯოხის გადატეხას და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ ღამით, კინოთეატრ „აპოლოსთან" დაკავებული ლაშა ჩაჩხუნაშვილი 1000 ლარით დააჯარიმეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

მოსამართლე კობა გოცირიძემ განმარტა, რომ სამართალდამრღვევს ადრე გაფრთხილება ჰქონდა მიღებული და გადაწყვეტილება ამით დაასაბუთა. ჩაჩხუნაშვილმა ჩადენილი დანაშაული მოინანა და თქვა, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც უცენზურო სიტყვებით მიუმართავს. მან განმარტა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში და მხოლოდ ფილმის რეჟისორს შეაგინა.

ლაშა ჩაჩხუნაშვილის დედა ამბობს, რომ პოლიცია მის შვილზე ცდილობს ჯოხის გადატეხას და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

„ჩემს შვილს არ გაუკეთებია ისეთი რამ, რომ დაეჭირათ. შეიძლება, ის თეატრთან იდგა და ილანძღებოდა, მაგრამ ეს ემოციურ ფონზე იყო. ეს არის უსამართლობა, რადგან ჯოხის გადატეხვა ხდება ამ ერთ ბიჭზე. პოლიციის თანამშრომელმა იხელმძღვანელა იმით, რომ ორი კვირის წინ მოხდა ხმამაღალი საუბარი ჩვენს ქუჩაზე. მეზობელმა გამოიძახა პატრული და ხმაურისათვის მან მიიღო“, -  ამბობს ლაშა ჩაჩხუნაშვილის დედა.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა  - Sputnik საქართველო
ლევან აკინი: ამაყი ვარ, რომ არცერთმა კინოთეატრმა უკან არ დაიხია...

„აპოლოსთან“ დაკავებული კიდევ ორი პირის სასამართლო  პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.

8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, ექვს კინოთეატრში ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ყველა კინოჩვენება დაგეგმილ დროს დაიწყო. თუმცა, თბილისში კინოთეატრ „ამირანის“ და „თბილისი გალერის“ ტერიტორიაზე კინოთეატრ „კავეას“, ხოლო ბათუმში კინოთეატრ „აპოლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ასობით მოქალაქე შეიკრიბა, რომელთა მონაწილეობით რამდენიმე ინციდენტი მოხდა. კინოთეატრებთან გვიან ღამემდე პოლიციის გაძლიერებული ძალები იყო მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. თბილისში დააკავეს 24 პირი, ბათუმში - 3.

ყველა ახალი ამბავი
0