ლევან აკინი: ამაყი ვარ, რომ არცერთმა კინოთეატრმა უკან არ დაიხია...

© Sputnik / Shota Nozadzeფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა
ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რამდენიმე კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი და უამრავი პრიზის მფლობელი გახდა

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. სკანდალური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი ლევან აკინი თბილისსა და ბათუმში პარასკევს ფილმის პრემიერის დროს მომხდარ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, ექვს კინოთეატრში ყველა კინოჩვენება დაგეგმილ დროს დაიწყო. თუმცა, თბილისში კინოთეატრ „ამირანის“ და „თბილისი გალერის“ ტერიტორიაზე კინოთეატრ „კავეას“, ხოლო ბათუმში კინოთეატრ „აპოლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ასობით მოქალაქე შეიკრიბა, რომელთა მონაწილეობით რამდენიმე ინციდენტი მოხდა. კინოთეატრებთან გვიან ღამემდე პოლიციის გაძლიერებული ძალები იყო მობილიზებული.

კადრი ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ - Sputnik საქართველო
„ბნელ დროში ვცხოვრობთ...“ – სკანდალური ფილმის რეჟისორი მიმართვას ავრცელებს

„ძალიან ამაყი ვარ იმის გამო, რომ არცერთმა კინოთეატრმა უკან არ დაიხია და არ გააუქმა რომელიმე დაგეგმილი ჩვენება, არამედ მხარი დაუჭირა. ქართულმა აუდიტორიამ როგორც იქნა ნახა ფილმი. ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ძალიან შთაგონებული და აღფრთოვანებული ვარ ფილმის ყველა იმ მაყურებლით, რომელიც აზრი არ შეიცვალა და არ შეშინდა“, – წერს რეჟისორი საკუთარ Instagram-გვერდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. თბილისსა და ბათუმში დაკავებულია 27 პირი.

არეულობა სკანდალური კინოჩვენების გამო: შსს განცხადებას ავრცელებს >>

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება. მთავარ როლებში არიან ახალგაზრდა ქართველი მსახიობები ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი და ანა ჯავახიშვილი.

ქართულ-შვედური კოპროდუქცია „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთმა ამერიკული კინოაკადემია „ოსკარის“ პრემიაზე წარადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0